• winkelwagen is leeg
Georgian wine and us

How did it come?

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებგვერდზე

თუ თქვენ ამ ტექსტის წაკითხვა შეგიძლიათ, ალბათ საქართველოდან ხართ. შეიძლება გაიფიქროთ: რა საერთო აქვთ ამ ჰოლანდიელებს ქართულ ღვინოსთან? 2004 წელს სრულიად შემთხვევით გავეცანით ქართულ ღვინოს. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ დრომდე ცოტა რამ ვიცოდით საქართველოს შესახებ და სრულებით არაფერი იმის შესახებ, რომ მანდ კარგი ღვინის გაკეთება შეუძლიათ. ეს გარემოება სრულიად შეიცვალა ქართული ღვინის პირველივე სინჯის შემდეგ. ამ მომენტიდან გაგვიჩნდა სურვილი მეტი რამ გაგვეგო ამ ქვეყნის, მისი ისტორიისა და ტრადიციის, მისი ხალხის და რა თქმა უნდა ღვინის შესახებ. ჩვენ გაგვიკვირდა, რომ მაღალი ხარისხის ქართული ღვინოების შეძენა შეუძლებელი იყო ნიდერლანდებში, ბელგიასა და გერმანიაში. ეს უსამართლობა იყო. ჩვენ რაღაც უნდა გვეღონა!

მას შემდეგ ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვიმოგზაურეთ საქართველოში და საუკეთესო ქართული ღვინოები ჩემოვიტანეთ ნიდერლანდებში. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ქართული ღვინის საშუალებით ჰოლანდიელებს, ბელგიელებსა და გერმანელებს გავაცნოთ საქართველო და რა თქმა უნდა აგრეთვე გვინდა, რომ დასავლეთ ევროპაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდეთ საშუალება ფართო ასორტიმენტიდან ამოარჩიონ და შეიძინონ მათი საყვარელი ქართული ღვინო. რადგანაც ან კონტინენტზე შენი შინაური ღვინის გაკეთება ბევრად რთულია ვიდრე საქართველოში ...

იმედი გვაქვს, რომ თქვენც შეძლებთ ჰოლანდიური ენის შესწავლას და მალევე იპოვნით სწორ გზას ჩვენს ვებგვერდზე.

ყოველ შესწორებას თუ ახალ იდეებს თქვენგან სიამოვნებით მივიღებთ.

კეთილი სურვილებით,

მაიკ ჰეერკენსი

სტეფან გილიტი